ანტალია
ანტალია
ძალიან მდიდარია თავისი
არქელოგიური ფასეულობებითა და ბუნებრივი სილამაზით. ეს ის
ადგილია, სადაც ზღვა, მზე, ისტორია და ბუნება ერთმანეთში
ჰარმონიულადაა შერწყმული. ანტალია თურქეთის ერთ-ერთი
პაპულარული კურორტია, სადაც ტურისტებს ულამაზესი სანაპირო,
ლაჟვარდოვანი ზღვა, კომფორტაბელური სასტუმროები და
უმაღლესი დონის მომსახურება იზიდავს. გართობასთან
ერთად აქ ბევრი საინტერესო ობიექტის მონახულება შეიძლება:
უძველესი
ქალაქის კედლები, ჰადრიანეს მემორიალური ფარი,
საათების
კოშკი, ქესიკის მინარეთი,ივლი მინარეთი,სვადასხვა
მუზეუმები.
ბელეკი
ანტალიის
გვერდით მდებარე ქალაქია,დასვენების,
გართობისა და ტურიზმის
ცენტრი,
ანკარა წყალი და
სანაპიროსთან ახლომდებარე ტყეები მდიდარი ფაუნით
ბელეკს
იდეალურად წარმოაჩენს როგორც დასასვენებელ ზონას. აქ
უაღრესად წყნარი და მშვიდი გარემოა,
ბელეკში წელიწადში 300
დღე უღრუბლო და მზიანია. აქ ძალიან ბევრია სხვადასხვა
კლუბები (გოლფის,დაივინგის და ა.შ.) იგი იდეალური ადგილია
იმათთვის,
ვისაც ოჯახთან ერთად სურს დასვენება.ქალაქში
ბევრია კაფე,რესტორანი,დისკოთეკა,კაბარე,სუვენირების
მაღაზიები და სუპერმარკეტები.
სიდე
ქალაქი
მდებარეობს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის
სანაპიროზე.მისი სახელწოდება ითარგმნება,როგორც
”ბროწეული”-. ბევრ ტურისტს მიაჩნია რომ ეს არის იდეალური
ადგილი აქტიური დასვენებისთვის. ღირშესანიშნაობებიდან აქ
შეგიძლიათ მოინახულოთ ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები:
უძველესი ამფითეატრი,ფორტუნას ტაძრის ნანგრევები ,იმპერატორ
ვესპანსიანეს ქანდაკება, ნეკროპოლი,არქეოლოგიური მუზეუმი
და სხვა. ქალაქთან ახლოს ჩამოედინება მდინარე მინავგათი,რომელიც
თავისი ულამაზესი ჩანჩქერებით ხიბლავს ტურისტებს,ხოლო არც
თუ ისე დიდი,მაგრამ ძალიან ლამაზი სილიანი პლაჟები სულ
უფრო და უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს სიდეში.
ალანია
თურქეთის
ერთ-ერთი პოპულარული კურორტი,
ალანია ხმელთაშუა ზრვის
სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქში პატარ-პატარა
მაღაზიების უამრავი რაოდენობაა,ფუნქციონირებს აკვაპარკი
სხვადასხვა გასართობებით
და ატრაქციონებით. ,აქ თურქეთის
საუკეთესო პლაჟებია თავმოყრილი. ბოლო წლებში ალანიაში სულ
უფრო პოპულარული ხდება სპორტის ექსტრემალური სახეობები:
რაფტინგი,ტრეკინგი და ალპინიზმი.ღირშესანიშნაობებიდან
აღსანიშნავია ალანიას ციხე-სიმაგრე,რომელიც მაღალ კლდეზეა
აღმართული,
კარსტული გამოქვაბული,”დამლატაში”,წითელი კოშკი,ძველი
ქალაქი და სხვა.
ქემერი
თანამედროვე
ქემერი მსოფლიოში ცნობილი თურქული კურორტია.ეს არის
სუფთა ჰაერი და დიდებული
მთები,
რომლებიც ამაყად გადმოჰყურებენ ქალაქს.ულამაზესი
დიდებული ხედები არავის დასტოვებს გულგრილს,
ხოლო პლაჟები,სუფთა ზღვა და უგემრიელესი სამზარეულო
ზღვის პროდუქტებით კიდევ უფრო გაალამაზებს და შინაარსიანს
გახდის თქვენს დასვენებას.
ქემერში წელიწადში 300 დღე-ღამის
განმავლობაში მზე აცხუნებს,მაგრამ უნიკალური მიკროკლიმატის
წყალობით,აქ ივლისშიც კი სასიამოვნოდ გრილა.თუ თქვენ
იახტით გასეირნება გხიბლავთ,ჩათვალეთ,რომ ძალიან
გაგიმართლათ.
.ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია
ქემერთან ახლოს მდებარე ანტიკური ქალაქი ოლიმპი
ფეტხიე
პატარა
ნავსადგური, რომელიც უძველეს ქალაქ ტელმასოსის ადგილზე
აშენდა.იგი უპირველეს ყოვლისა თავისი ზურმუხტისფერი
სანაპიროთია ცნობილი. აქ ნამდვილად არ მოიწყენთ- ზღვა, მზე,
ბაზრები,სახლები,რომლებიც საუკუნებს ითვლიან. და ეს
ყველაფერი შეზავებული წიწვოვანი ტყეებისა და ნაირ-ნაირი
საკმაზების სურნელებასთან. გურმანებისთვის უამრავი
კაფებარი,აღმოსავლური და ევროპული სამზარეულო
ფუნქციონირებს.სპორტის მოყვარულთათვის დიდი არჩევანია: წყლის ველოსიპედები და თხილამურები,
პარასეილინგი,ვინდსერფინგი,დაივინგი, და
ა.შ. ძირითადი ღირსშესანიშნაობაა: რომაული ამფითეატრი და
წმინდა იოანეს ორდენის რაინდების მიერ შუასაუკუნებში
აგებული ციხე-სიმაგრის ნანგრევები.
მარმარისი
იგი
იმითაა ცნობილი, რომ ყველაზე გრძელი 4კმ-იანი სანაპირო
აქვს რესტორნებით, კაფე-ბარებითა და კლუბებით ნაპირიდან
სულ 10-15 მ-ში. მარმარისი გამოირჩევა სხვა კურორტებისგან თავისი ბუნებრივი
სილამაზით-მწვანეთი შემოსილი მთებითა და ფანტასტიურად
ლამაზი პლაჟებით, ასევე უამრავი უბეებით.. ქალაქის ცენტრში
მდებარე ათათურქის პარკი ერთერთი საუკეთესოა მთელს
თურქეთში. მარმარისში დღემდეა შემორჩენილი სულეიმან
ბრწყინვალეს მიერ მე -16
ს-ში აგებული ქარავან-სარაი (ციხე-სიმაგრე)
რომელშიც დღეს არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.
ბოდრუმი
მთელი
თურქეთის ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი: პოეტები
და მხატვრები, მწერლები და მუსიკოსები, ბიზნესმენები და
მეცენატები-ბოდრუმში ჩამოდიან ლაჟვარდოვან სანაპიროზე
დასვენებითა და ქალაქის ღამის აქტიური ცხოვრებით
მოხიბლულები. სწორედ ბოდრუმშია ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული დისკოთეკა”ჰელიკარნასი” კურორტი ერთნაირად
პოპულარულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე საოჯახო
წყვილებში. ბოდრუმში უამრავი რესტორანია, სადაც როგორც
აღმოსავლურ, ასევე ევროპულ კერძებს მოგართმევენ.
სანაპიროზე ყოველთვის შეგიძლიათ მიირთვათ ჭიქა თურქული
ყავა. და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. წყალქვეშა ცურვის
მოყვარულებს შეუძლიათ გამოიკვლიონ გამოქვაბულები და ზღვის
რიფები. ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია როდოსელი
რაინდების მიერ აგებული შუასაუკუნეობრივი წმინდა პეტრეს
სასახლე, ამფითეატრი, მინოსის კარები და სხვა. ქალაქს
ტურისტები აღტაცებაში მოჰყავს თავისი სიმსუბუქითა და
იდუმალებით, რომელშიც თქვენ ყოველთვის იპოვით რაღაც ახალს.
კუშადასი
ეს
ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და ფრინველთა
კუნძულს ნიშნავს. სწორედ ამ კუნძულზე იკეთებენ ბუდეს
საუკუნეების მანძილზე წეროები, მტრედები და სხვა
ფრინველები. დღეს კუშადასი ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია
თურქეთში. შესანიშნავი ოქროსფერი სილიანი პლაჟები და
დიდებული ზურმუხტისფერი ზღვა საოცარ განწყობილებას გიქმნით
აქტიური დასვენებისთვის. ეს ყველაფერი იმან განაპირობა,
რომ აქ წელიწადში 300 მზიანი დღეა. დამსვენებლებს შეუძლიათ
ისიამოვნონ ვინდსერფინგით, წყლის თხილამურებით, ითამაშონ
პლაჟის ფრენბურთი, ფეხბურთი და ა.შ. განსაკუთრებული
აღნიშვნის ღირსია კუშადასის ღამის ცხოვრება, რომელიც
არაფრით ჩამოუვარდება დღის მჩქეფარე ცხოვრებას. უამრავი
კაფე, ბარი და დისკოთეკა საშუალებას გაძლევთ გაატაროთ
დაუვიწყარი ღამეები კუშადასში.
იზმირი
თურქეთის
სიდიდით მესამე ქალაქი. იგი ჰომეროსის სამშობლოდ ითვლება.
ეს არის უზარმაზარი ფართობის მქონე ქალაქი მრავალრიცხოვანი
მუზეუმებით და განლაგებულია ნამგლისებურ სანაპიროზე,
მაღალი მთების გარემოცვაში. იზმირში შემორჩენილია მრავალი
ისტორიული ძეგლი: აგამემნონის წყაროები, დიანას აბანოები,
25-მეტრიანი საათის სამრეკლო, ეთნოლოგიის მუზეუმი და სხვა.
ქალაქის კულტურულ ცენტრში ხშირად ტარდება სხვადასხვა
ღონისძიებები, იდგმება ოპერები, ბალეტი, ხდება კონცერტების,
ბაზრობებისა და სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება.
მრავლადაა თეატრები, სადაც ყოველწლიურად იმართება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალები. ქალაქში მოძრაობენ
ე.წ. ფაეტონები, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს ამ
ქალაქს. საღამოობით შეგიძლიათ შეიაროთ ბარებსა და
რესტორნებში და დააგემოვნოთ საუკეთესო ხარისხის ღვინოები.
პამუკალე
გასაოცარი
ადგილი თურქეთში, სადაც ორი ანტიკური ხანის საოცრებას
ნახავთ. ქალაქ ხიერაპოლისის ნანგრევებსა და უნიკალურ
თერმულ წყაროებს. თუ თქვენ ბუნებრივი სილამაზისა და
უძველესი ცივილიზაციის მოყვარული ხართ, აუცილებლად უნდა
ინახულოთ პამუკალე, რომელიც არამხოლოდ ისტორიული და
კულტურული ფასეულობებით, არამედ ბუნებრივი მოვლენებითაცაა
ცნობილი. სიტყვა პამუკალე ”ბამბის სიმაგრეს” ნიშნავს და
სამკურნალო კურორტად არის აღიარებული, აქ თერმული
წყლებითა და ტალახის ვანებით მკურნალობენ. წყალს აქ,
რომელიც კალციუმითაა გამდიდრებული, საოცარი სამკურნალო და
გამაახალგაზრდავებელი თვისებები გააჩნია. მკურნალობენ:
რევმატიზმს, რაქიტს, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, კანისა და
კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ასევე ფსორიაზსა და ეგზემას,
ხსნიან სტრესისა და დაღლილობის შეგრძნებას, თუმცა საქმე
მხოლოდ მკურნალობით არ ამოიწურება. პამუკალეში ბლომადაა
გასართობი და ისტორიული ადგილები: ტრავერტინი-პამუკალეს
ბუნებრივი პარკი, ხიერაპოლისი, ეფესი, კარახაიტი,
აფროდისიასი-ანტიკური ქალაქები.
კანგალი
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო კურორტი,
რომელიც ზღვის დონიდან 1650 მ-ზე მდებარეობს. ალბათ ბევრს
სმენია ცნობილი ”თევზი-მკურნალის” შესახებ, რომელთა
საშუალებით ხდება კანის დაავადების მთლიანი განკურნება.
კურორტი განლაგებულია ანატოლიაში და გარს აკრავს
მარადმწვანე ტყე. მისი თერმული წყაროები მდიდარია
კალციუმითა და ცინკით. წყლის ტემპერატურა კი +35*+39*-ია.
სამკურნალო აუზებშია სწორედ ის ორი სახის თევზი, რომელთა
საშუალებითაც ხდება კინის დაავადებების მკურნალობა. რაც
შეეხება კუჭის წყლულისა და გასტრიტის მკურნალობას-ისიც
თერმული წყლის გამოყენებით ხდება. სრული კურსის გავლას
მაქსიმალური ეფექტისათვის 21 დღე სჭირდება.
კაბადოკია
საიდანც არ უნდა დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა თურქეთში-სტამბულიდან,
იზმირიდან თუ ანტალიიდან აუცილებლად გამონახეთ დრო და
მოინახულეთ ანატოლია, რომლის ერთ-ერთი რეგიონია კაბადოკია-დედამიწის
უბრწყინვალესი ადგილი. ვულკანური ამოფრქვევებისა და
ხანგრძლივი ევოლუციური გარდაქმნების შედეგად კაბადოკიაში
მრავლად აღმოცენდა ბუნების საოცრებანი:ულამაზესი მთები,
უცნაური მოყვანილობის მინდორ-ველები, კლდეების იმდენად
საოცარი ფორმები, რომ ადამიანს დაუჯერებლად ეჩვენება მათი
ბუნებრივი წარმოშობა- კონუსები, პირამიდები, სოკოები,
სხვადასხვა ფორმის ულამაზესი და მათ გვერდით მდგარი
ყველაზე მახინჯი ფორმები. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ
თქვენ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდით. კაბადოკიას ხშირად
”დაკარგულ სამყაროს” ან ”მთვარის უცნაური პეიზაჟების”
ქვეყანას უწოდებენ. მიუხედავად ყველაფრისა მისი უცნაური
ლანდშაფტები ყოველთვის იყო ადამიანების ყურადღების ცენტრში.
პირველი კლდეში ნაკვეთი ქალაქები აქ ქრისტეშობამდე
გაცილებით ადრე გაჩნდა. მოგვიანებით კი ამ ადგილებში
გამოჩნდნენ პირველი ქრისტიანები, რომლებიც მიწისქვეშა
ლაბირინთებში ემალებოდნენ რელიგიურ დევნას.
ანკარა
თურქეთის დედაქალაქი, რომელშიც 3.5 მილ. ადამიანი ცხოვრობს.
ეს არის ძალიან ძველი ქალაქი, სადაც ბევრია კულტურულ-მატერიალური
ძეგლები, რომელთა მონახულება ნამდვილად ღირს. ანკარის
კლიმატი კონტინენტურია. ზაფხული-გრძელი და ცხელი, გრილი
ღამეებით, ზამთარი ცივი და მცირეთოვლიანია. ქალაქში ბევრია
ბარები და რესტორნები, რომლებშიც ძირითადად თურქულ კერძებს
მოგართმევენ. არის ასევე რესტორნები, სადაც მხოლოდ
ევროპული კერძებია. ქალაქში ბევრია ისტორიული
ღირსშესანიშნაობები-მუსტაფა ქემალ ათა თურქის მავზოლეუმი,
ალადინის მეჩეთი, საჯიბაირამის მეჩეთი, რომისა და
ავგუსტინის ტაძარი. ძველი ანატოლიური ცივილიზაციის მუზეუმი
-არსლან ხანში. Mმოკლედ ეს არის კონტრასტების ქალაქი,
რომლიც აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. ანკარა უნდა ნახო და
შეიმეცნო.
სტამბული
ერთ-ერთი
ულამაზესი ქალაქი არამარტო თურქეთში, არამედ მთელ
მსოფლიოში. ეს ერთადერთი ქალაქია დედამიწაზე, რომელიც ორი
კონტინენტის- ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს.
ამასთანავე იგი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც 2
000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორი უდიდესი იმპერიის
დედაქალაქი იყო. სტამბული
თავისთავში აერთიანებს აღმოსავლური კულტურისა და დასავლური
ცივილიზაციის მიღნევებს. ქალაქი სავსეა გუმბათებითა და
მინარეთებით. აქ ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური ბაზრების
გამყიდველთა გადაძახილი, ნაირნაირი საკმაზებისა და ჩაის
სურნელება, საიუველირო ნაწარმი, ნოხები,
ტყავის ქურთუკები და მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი უმაღლესი
ხარისხის სხვადასხვა დასახელების საქონელი. ორი – სამი
დღე ნამდვილად არ გეყოფათ, რომ ყველაფერი დაათვალიეროთ და
აღიქვათ. ამიტომ ჩამოდით და ყველაფერი საკუთარი თვალით
ნახეთ.
––––––––––––––––––
|