ტაილანდის  რუქა

 

 პატაია.

ეს არის მთელი აზიის საუკეთესო კურორტი. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა პლაჟები გახლავთ, რომლის გასწვრივაც ჩამწკრივებულია: კაფე-ბარები, რესტორნენი და მაღაზიები. აქ გართობისა და დასვეnების უდიდესი არჩევანია. წყლის თხილამურები, აკვალანგები, ვიდსერფინგი, დაივინგი, და .. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი, ბოულინგი, ბილიარდი, გოლფი, ისეირნოთ ცხენით და სხვ. მხოლოდ ტაილანდში შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში უდიდესი ნიანგების ფერმა, გაწვრთნილი სპილოების შოუ, დატკბეთ ნაციონალური ცეკვებით. გაერთოთ აკვაპარკის ატრაქციონებით

პხუკეტი

ტურისტებს პხუკეტი თავისი ტროპიკული ბუნებითა და სუფთა წყლით იზიდავს. გარდა კომფორტული დასვენებისა თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის დიდებულ არქიტექტორულ ძეგლებს, რომელიც ჩინურ-პორტუგალიურ სტილშია ნაგები. მოინახულოთ ნაციონალურ პარკში აკვარიუმი ან ზღვის მარგალიტების ფერმა. საზღვაო სეირნობის მოყვარულებს შეუძლიათ კატერით გაემგზავრონ კუნძულ პხი-პხიზე, სადაც თითქმის ველური ბუნება და პლაჟებია. პხუkეტი ცნობილია სპორტის საწყალოსნო სახეობებით: დაივინგი, სერფინგი, წყლის თხილამურები, სეირნობა სკუტერით და .. პხუკეტი ქვეყნის იახტ-ცენტრია, აქვეა  მსოფლიო სტანდარტების მქონე გოლფ-კლუბი.

სამუი

აქ დასვენების ხიბლი და რომანტიკა -  სიწყნარე და განმარტოვებაა, რასაც ხელს უწყობს ამ ტროპიკული კუნძულის ლანდშაფტი, ქოქოსის პალმების ხეივნები და ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილგანწყობა. სამუიზე წყალქვეშა ცურვის სპეციალისტები დაგეხმარებათ მოახდინოთ დამოუკიდებული მოგზაურობა ზღვის ფსკერზე. სანაპიროზე შეგიძლიათ ითამაშოთ: გოლფი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი და სხვ. სამუის მთავარი ღირსშესანიშნაობებია - ორი  ასევე წყალქვეშა ნაციონალური პარკი ანგ ტხონგი, ბატ ხინ ნგუ- დიდებული ტაძარი ბუდას ოქროს ქანდაკებით და ორიგინალური ,,მაიმუნების თეატრი’’.

ჩანგი

ეს კუნძული ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება პირველყოფილი ბუნებისა და მშვიდად დასვენების მოყვარულთათვიოს. ჩანგი სიდიდით მეორე კუნძულია ტაილანდში და ქვეყნის კულტურულ ცენტრად ითვლება. კუნძულის ბუნება ერთდროულად განაწყობს ტურისტებს როგორც მშვიდი, ასევე აქტიური დასვენებისთვის. ძალიან კარგი პირობებია სამთო ტურიზმისთვის. სანაპირო წყლები და მარჯნის კუნძულები შესანიშნავ პირობებს ქმნიან დაივინგის მოყვარულებისათვის. გურმანებისთვის ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანია.

პხი-პხი

ტაილანდის ორი  ტყუპისცალი კუნძული, რომელიც მსოფლიოში  ცნობილი გახდა აქ გადაღებული მხატვრული ფილმისlაჟის’’ შედეგად. ხელუხლებელი თეთრი პლაჟები, ფირუზისფერი ლაგუნები, დიდებული კლდის ქიმები, აი რით გვხიბლავს ეს კუნძული. აქ ძირითადად დაივერები და ახალგაზრდები არიან. ორივე კუნძული ენითაუწერელი სილამაზით გამოირჩევა, ერთმანეთს დიდებულად ერწყმის ლაჟვარდოვანი ზღვა, პლაჟი, ტროპიკული მცენარეულობა და იქვე ზღვასთან მდებარე, რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლის კლდის ქიმები. პხი-პხიზე არ არის საავტომობილო გზა, აქ გადაადგილება ნავებითა და კანოებით ხდება, ეს კუნძულები იმისთვის არის შექმნილი რომ ადამიანმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ბუნებისაგან.

კრაბი

სამხრეთ ტაილანდის ყველაზე ლამაზი პროვინციაათასი კუნძულის ქვეყანა“. ულამაზესი პლაჟებითა და მცენარეულობით, კრისტალურად სუფთა ოკეანის წყლით და სასიამოვნო გრილი ქარით. კრაბი მსოფლიოშია ცნობილი კარსტული მღვიმეებით, ფანტასტიური პეიზაჟებით და უცნაური ფორმების კლდეებით. ამიტომაც აქ თითქმის ყველა კუნძულზე მოქმედებს კლდეზე ცოცვის შემსწავლელთა სკოლა.ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების წყალობით კრაბი სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით, დაივინგის, ვიდსერფინგისა და იახტით გასეირნებით მოყვარულთათვის. კრაბის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ნაციონალური პარკებიტან ბოკარანი“, „კაოპანონ ბენჩადა გამოქვაბულებიტამ პრტა ნანგ ნოკიდატამ სუა“ (ვეფხვის გამოქვაბული).

ხუა ხინი

ტაილანდის უძველესი კურორტია. იგი გასული საუკუნის 20-იან წლებში გაიხსნა და დღემდე ხიბლავს ტურისტებსსუფთა პლაჟები ანანასის პალმებით, თეთრი სილა, კრისტალურად სუფთა ზღვა - ეგზოტიკა, რომელიც ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. ხუა ხინი ყველას აძლევს საშუალებას მიიღოს უდიდესი სიამოვნება აქ გატარებული დღეებიდან. მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომლითაც ამაყობს ხუა ხინი სამასი მწვერვალის ნაციონალური პარკია. მას განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი ფლორისა და ფაუნის

 

______________________

 

        ტაილანდის სამეფო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მდებარეობს სამხრეთ აზიის ცენტრში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლაოსი და ბირმა, აღმოსავლეთით ლაოსი და კამბოჯა, სამხრეთით ტაილანდის ყურე და მალაიზია, ხოლო დასავლეთით ანდამანის ზღვა და ბირმა.

          ტაილანდში კლიმატი არის ტროპიკული, ტემპერატურის და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლითა და დომინირებული მუსონებით. აპრილი და მაისი არის წლის ყველაზე ცხელი თვეები. ივნისი არის სამხრეთ-დასავლური მუსონების დასაწყისი, მას მოაქვს წვიმები, რომელიც შენაცვლებით, მაგრამ მაინც გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ჰავა არის ნაკლებად ქარიანი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს არის ძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დრო ტაილანდის მოსანახულებლად. ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი არის ზამთარში ზოგადად უფრო ცივი და ზაფხულში უფრო ცხელი, ვიდრე ბანგკოკი.

ტაილანდი განლაგებულია ტყის ტროპიკულ ზონაში.. დიდი სხვაობაა მცენარეულობაში რეგიონების მიხედვით. ზღვისპირა ზოლში ძირითადად გავრცელებულია მარადმწვანე ტყეები. ტაილანდის ტყეებსა და ბუჩქნარებში გვხვდება ცხოველთა მრავალგვარი სახესხვაობები. გიბონი, სპილო, ვეფხვი, ლეოპარდი და მრავალი სხვა ველური ცხოველი. ასევე მრავალი ფრინველი, მღრღნელი და ქვეწარმავალი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი და მრავალგვარი თევზი.

ტაილანდის მოსახლეობა შეადგენს 61.5 მილიონ ადამიანს, აქედან დაახლოებით 10 მილიონი ცხოვრობს დედაქალაქ ბანგკოკში. ტაილანდში აღსანიშნავია ეთნიკური სიჭრელე, მოსახლეობის 53% არის ტაილანდელი, 27% ლაოსელი, 10% ჩინელი, 4% მალაიზიელი. Aსევე აქ გვხვდებიან ვიეტნამელები, კამბოჯელები, ინდოელები. ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია დედაქალაქი ბანგკოკი, .

 სახელმწიფო ენაა ტაილანდური. ინგლისური ელიტის ენაა.

 რელიგია-ბუდიზმი.

ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მას აძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა ინდოჩინეთის ცენტრში და მალაკის ნახევარკუნძულზე, ფართო გასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტო შესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.

 

                ქვეყნის კოდი   +66

                პოლიცია  –  123,  1644

                ტურისტული პოლიცია - 1155 

                სასწრაფო დახმარება - 191

                სახანძრო - 199

 Полноразмерный 300x250 м>оре

 

 Airbnb - аренда уникального жилья по всему миру