ატოლები ბაა და რაა
ბაა და რაა ეს არის დასახლებული და დაუსახლებელი
კუნძულების ჯაჭვი. აქ ტურისტული კონცეფცია არის რობინზონ
კრუზოს სტილში საოცარი თავგადასავლებით დასვენების შერწყმა
თანამედროვე კომფორტთან. ამ კუნძულებზეა მთელს ქვეყანაში
ცნობილი სამი სასტუმრო (Sonevafushi Resort & Spa, Reethi
Beach Resort è Coco Palm Dhuni Kolhu).ბააზე შესანიშნავი
პირობებია დაივინგისთვის, ხოლო ადგილობრივ დახლებზე
მრავლადაა ლაქით შეღებილი სუვენირები, რომლებიც
საუკეთესოებად ითვლებიან ქვეყანაში. რაა-ცივილიზაციისაგან
შორს მდებარე კიდევ ერთი კუნძულია, სადაც მხოლოდ ერთი
სასტუმროა (Meedhupparu) სამაგიეროდ უმაღლესი ხარისხის
სერვისით.
ატოლი არი
ეს არის ახალი საკურორტო ზონა. არქიპელაგის ერთ-ერთი
ყველაზე დიდი კუნძულთა ჯგუფი. ტურისტებს ვინდსერფინგით,
სნორკელინგით, წყლის თხილამურებით გართობას სთავაზობენ,
კანოეთი და კატამარანით ასეირნებენ. აქირავენ ნავებს,
სკუტერებს და დაივინგის მოყვარულებს საინტერესო წყალქვეშა
ექსკურსიას ჰპირდებიან.
მალეს ჩრდილო და სამხრეთ ატოლები
ქათქათა პლაჟები, ლაჟვარდოვანი ლაგუნა და მყუდრო გარემო.
კუნძულთა ამ ჯგუფებზეა გაშენებული დედაქალაქი მალე,
მსოფლიოს ყველაზე პატარა დედაქალაქი, რომლის მთავარ
ღირსშესანიშნაობას მე-16 საუკუნის მეჩეთი წარმოადგენს
მაღალი მინარეთით, ასევე ნაციონალური ისტორიული მუზეუმი.
ამავე კუნძულთა ჯგუფშია ქვეყნის აეროპორტი და მრავალი
სასტუმრო.
ატოლი ხაა-ალიფუ
მალდივის არქიპელაგის კურძულთა ეს ჯგუფი ქვეყნის უკიდურეს
ჩრდილოეთში მდებარეობს და ტურიტებისათვის ნაკლებადაა
ცნობილი.მხოლოდ 2005 წელს კუნძულ დონაკულიზე გაიხსნა
პირველი საკურორტო ზონა (Island Hideaway). ამჟამად აქ
მხოლოდ სამი სასტუმროა, საკმაოდ კარგი მომსახურებით,ასე
რომ აქაური წყლქვეშა სამყარო თავის სტუმრებს ელის.
ატოლი ლავიანი
ლავიანი ყველაზე მიმზიდველი ადგილია წყალქვეშა ცურვის
მოყვარულთათვის. კუნძულთა ეს ჯგუფი თვით მალდივის
საზომითაც კი ძალიან პატარაა. თუმცა ტურისტებს ულამაზესი
მარჯნის რიფებითა და ტროპიკული თევზებით იზიდავს.
ატოლები ფააფუ და დაალუ
ფააფუსა და დაალუს კუნძულთა ჯგუფი ტურისტებს უპირველეს
ყოვლისა, ტროპიკული მცენარეებით, მაღალი პალმის ხეებით,
ქვიშიანი პლაჟებითა და ულამაზესი ლაგუნით იზიდავს. აქ 23
კუნძულია, მხოლოდ ხუთია დასახლებული. ისევე როგორც ყველგან
აქაც დიდებული ადგილებია დაივინგისთვის. დაალუზე
შემორჩენილია უძველესი ბუდისტური მონასტრის ნანგრევები და
მეჩეთი, აგებული დამუშავებული მარჯნისაგან. ფააფუ კი შვიდი
ინდუისტური ტაძრით იწონებს თავს.
ატოლი მიიმუ
ატოლზე
დაახლოებით 35-მდე კუნძულია და მათგან მხოლოდ ცხრაა
დასახლებული, თუმცა ტურისტებს მხოლოდ ორი მათგანი იღებს.
აქ ყველა პირობაა შექმნილი აქტიური დასვენებისთვის.
ფუნქციონირებს დაივინგ-ცენტრი, სადაც დამსვენებლებს
წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნებით შეუძლიათ დატკბნენ.
ატოლი სიინუ
სიინუ მდებარეობს მალდივის რესპუბლიკის უკიდურეს სამხრეთ
ნაწილში,ზუსტად ეკვატორზე, ამიტომ აქ მოხვედრას საკმაოდ
დიდი დრო სჭირდება. დედაქალაქიდან იგი 477 კმ-ითაა
დაშორებული, ჩასვლად ნამდვილად ღირს. აქ თავმოყრილია
მჭიდროდ დასახლებული კუნძულთა ჯგუფი. კუნძული ხიტადუ
იმდენად დიდია, რომ თავისი საავტომობილო გზაც კი აქვს, რაც
მალდივის კუნძულების მცხოვრებთათვის ნამდვილი ეგზოტიკაა.
კუნძულ ადდუზე მრაფალფეროვანი პლანტაციები და შიდა ტბები
გვხვდება.
__________________ |