ინდოეთის რუქა

 

   

           

       ინდოეთი  - ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს  ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე   ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში.  თავისი  კოლორიტითა და ეგზოტიკით ინდოეთმა მთელი მსოფლიოს გული მოინადირა 

დედაქალაქი - დელი.

სახელმწიფო ენა - ჰინდი.

რელიგია - ინდუიზმი 83%, ისლამი 11%, ქრისტიანობა 2,6%, სიქიზმი 1,9%, ბუდიზმი 0,7%.

მოსახლეობა - 1,17მილიარდი

ქალაქები : დელი,; აგლომ. 14.090), ბომბეი, მადრასი, ბენგალორი აჰმადაბადი , ჰაიდარაბადი , პუნა

ვალუტა: ინდური რუპია

ტერიტორია

              3,3 მილ კმ2. მდებარეობს სამხრეთ აზიაში. ინდოსტანის ნახევარქუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება-ავღანეთს, ბუტანს, ჩინეთს და ნეპალს. აღმოსავლეთით ბანგლადეშსა და მიანმოს (ბირმა). დასავლეთით პაკისტანს. აღმოსავლეთითაა ბენგალის ყურის წყლები, სამხრეთით პოლკსკის უბე და ინდოეთის ოკეანე. დასავლეთით არაბეთის ზღვა. ინდოეთს ექუთვნის ანდამარისა და ნიკობარის კუნძულები, ასევე არაბეთის ზღვაში მდებარე ლაკადივის, ამინდივისა და მინიკის კუნძულები.

 ჰავა

                ჰავა უპირატესად ტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპ- +15დან +27-მდეა. ზაფხულში +28-35 ინდოეთის ჩრდილოეთში ტემპ-რა -2* ეცემა. ხოლო მთებში-20*-მდე. ზაფხულში კი +48-მდე ადის. ტურისტული სეზონი ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება. ქვეყანაში სამოგზაუროდ საუკეთესო თვეებია, ნოემბერ-დეკემბერი. ზაფხული მთელს ინდოეთში ძალიან ცხელია და სამოგზაუროდ ძნელი. ამ პერიოდში კარგია მაღალმთიანი რაიონების-ქაშმირისა და სიქიმის მონახულება სიდაც ზაფხული სეზონის პიკია.                                           

         1990-იანი წლებიდან ინდოეთის ეკონომიკა  უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის. ქვეყანამ სერიოზული ნახტომი გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. აღსანიშნავია ტრადიციული კინოინდუსტრია.

         მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების  მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური  გაყოფა  რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნაბაპუ” - “ერის მამა“, მაჰატმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971 წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და კაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.

სამზარეულო

              ინდური კულინარია ერთერთი ძველი და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სამზარეულოს ძირითადი კომპონენტებია: ბოსტნეულისაბჯი”, (ინდოელთა უმრავლესობა ხორცს არ ჭამს). თევზი,ბრინჯი,ცომეული და ლავაში. ასევე რძის პროდუქტები. ინდური სამზარეულოს მრავალფეროვნებას უბრალოდ თვლა არა აქვს. ადგილობრივი მზარეულების სავიზიტო ბარათი სხვადასხვა საკმაზებია,რომლებსაც პრაქტიკულად ყველანაირ საკვებში იყენებენ. სახელგანთქმული საწებელი (კარი) ეს არის მრავალფეროვანი რეცეპტურის ჯგუფი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კერძს, განუმეორებელ გემოს აძლევს.

          ინდოეთში  ძალიან პოპულარულია ჩაი, რომელსაც ზოგჯერ   რძით და საკმაზებით შეზავებულს  სვამენ, ასევე პოპულარულია ყავა, ახალი წვენები და ხილიანი წყლები. სუფრასთან მიღებული არ არის სპირტიანი სასმელები. კერძების უმრავლესობას ცივ წყალს აყოლებენ

_________________

 

       გოა  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული    დასასვენებელი ადგილია, რომლის ოქროსფერი პლაჟები, ნოტიო ტროპიკების  უმდიდრესი ბუნება გოას პროვინციას განუმეორებლობას და იდუმალებას ანიჭებს. გოა-ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისე დაისვენოს, როგორც მას სურს. თუ პლაჟზე მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ველურ ბუნებაში გაისეირნოთ და გაეცნოთ ადგილობრივთა წესჩვეულებებს. 

      გოა - უპირველეს ყოვლისა ეს არის შესანიშნავი სასტუმროები და კარგად  ორგანიზებული  დასვენების ინფრასტრუქტურა .მეორე - დიდებული პლაჟები და თბილი ზღვა. პრაქტიკულად მთელი დღე  პლაჟზე არ მოიწყენთ, აქ ბანაობენ, მზის აბაზანებს იღებენ, წყლის ველოსიპედებით სეირნობენ , ეცნობიან  წყალქვეშა სამყაროს. პირდაპირ პლაჟზეა  პატარა კაფეები , სადაც ძალიან იაფად და სწრაფად მოგიმზადებენ ზღვის პროდუქტებს.

_______________________ 

           

            პოლიცია – 100

            სახანძრო – 101

            სასწრაფო დახმარება – 102

 

 

 

   Airbnb - аренда уникального жилья по всему миру