ეგვიპტის რუქა

 

საკურორტო ქალაქები

ალექსანდრია

ალექსანდრია - ეგვიპტის სიდიდით მეორე და ხმელთაშუა ზღვისპირეთის პოპულარული საკურორტო ქალაქია. აქ ერთმანეთშია შერწყმული უძველესი ისტორია და თანამედროვე საკურორტო ზონა. ალექსანდრიის კულტურა და სტილი მკვეთრად განსხვავდება ეგვიპტის სხვა მხარეებისგან. იგი გაცილებით უფრო ახლოს დგას ევროპულ კულტურასთან.

  აქ დასვენების უპირატესობა ის გახლავთ, რომ შესაძლებელიასაკმაოდ დატვირთული საექსკურსიო პროგრამის იოლად შეთავსება პლაჟზე დასვენებასთან. კურორტზე სხვადასხვა დონისა და ხარისხის უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებსაც საკუთარი ღამის კლუბები და დისკოტეკები გააჩნიათ. ძლიერი საზღვაო ფორტი და სახელგანთქმული ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. ალექსანდრია-მხოლოდ საკურორტო ქალაქი არ გახლავთ, ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მატარებელი ყველა ატრიბუტიკის მქონე დასახლებული პუნქტი, უამრავი კაფეებით, რესტორნებით, კაზინოებითა და ღამის კლუბებით. და რაც მთავარია: ფასები ალექსანდრიაში გაცილებით დაბალია,ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე.

ასუანი

ასუანი - უმაღლესი კლასის კლიმატურ-გამაჯანსაღებული კურორტია, რომლის სამკურნალო საშუალებებია: მზის, ჰაერისა და ქვიშის აბაზანები. ნილოსის სანაპიროების ხედების წყალობით ასუანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია. აქ მდინარეზე არცერთი ხიდი არ არის, მეორე ნაპირზე მოსახვედრად მანქანით ძველი კაშხალი უნდა გადალახოთ და ულამაზესი სანახაობის მოწმენი გახდებით. ნილოსზე ტურისტული თბომავლებით, შეგიძლიათ იმოგზაუროთ ასუანიდან ლუქსორამდე, და მოინახულოთ დიდებული ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლები: ქალღმერთ იზიდას ტაძარი, აღა-ხანის მავზოლეუმი, წმინდა სვიმონის მონასტერი, ბოტანიკური ბაღი, რომელიც ასუანის სიამაყეს წარმოადგენს და სხვა. ასუანში უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებიც ყველაზე დახვეწილი ტურისტის გემოვნებას აკმაყოფილებს. და კიდევ: ულამაზეს ასუანს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.

ქაირო

ქაირო - აფრიკის ყველაზე დიდი ქალაქია - .ეგვიპტის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი.მასათასი მინარეთისადააღმოსავლეთის კარიბჭისქალაქსაც ეძახიან.ქაირო უკვე მჭიდროდ მიუახლოვდა გიზაში მდებარე დიდებულ პირამიდებს. ქალაქში კონცენტრირებულია ექვსიათასწლოვანი ეგვიპტური ცივილიზაციის კულტურული მიღწევები. ესაა სიცოცხლით სავსე ქალაქი, განუმეორებელი ხიბლითა და კონტრასტებით:მაღლივი კორპუსები და ვილები, მეტრო,დიდებული სანაპიროები,პალმები და ნეონის ნათურები,ხმაურიანი ბაზრები........ და რაღა თქმა უნდა გიზის პირამიდები, გრანდიოზული სფინქსი, რომელიც ათასწლეულების მანძილზე მზის ამოსვლასა და ჩასვლას თავისებური ღიმილით ხვდება.

  ქაირო სამი დიდი კონტინენტის: ევროპის, აზიისა და აფრიკის გასაყარზეა. დინამიური ქალაქი ნებისმიერი გემოვნების სტუმარს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. ისტორია, კულტურა, ხელოვნება, სანახაობა, სპორტი, საყიდლები, ან უბრალოდ-გასეირნება ძველი და თანამედროვე ქაიროს ქუჩებში. ქალაქში უამრავი გასართობი და სასეირნო მარშრუტია ნილოსის ნაპირების გასწვრივ.

ტაბა

ტაბა - ადგილია საოჯახო დასვენებისთვის. სასტუმროს გარეთ ვერ იპოვით ხმაურიან დისკოტეკებსა და ბარებს. იდეალური ადგილია კომფორტის და საწყალოსნო სპორტის მოყვარულთათვის. ისევე როგორც სხვა ეგვიპტურ კურორტებზე, დაივინგ-ცენტრები აქაც გთავაზობენ უამრავ მომსახურებას.

  ტაბას სასტუმროები გაერთიანებულნი არიან კომპაქტურ ჯგუფში სახელწოდებითხუთვარსკვლავიანები”. თითოეულ სასტუმროს აქვს საკუთარი ტერიტორია პლაჟით და დასვენებისთვის აუცილებელი ატრიბუტებით.

ქალაქში დამსვენებელთათვის აწყობენ ექსკურსიას პატარა .. ფარაონების კუნძულებზე, ციხე-სიმაგრის დათვალიერებით, ბანაობითა და მარჯნის კუნძულების მონახულებით.

ექსკურსიები ტაბადან მოსეს მთაზე და ფერად კანიონში გაცილებით უფრო ახლოა, ვიდრე შარმ ელ შეიხიდან.

ხურგადა

ხურგადა-ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი კურორტია. ქალაქმა ქვეყანაში პირველმა დაიწყო უცხოელი ტურისტების მასიურად მიღება. აქ მართლაც საუკეთესო პლაჟებია მთელს სანაპიროზე. ხურგადა სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი-ელ დახაბი, ახალი ქალაქი  -საქქალა, და სასტუმროები, რომლებიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ არიან განლაგებულნი. შარმ-ელ შეიხისგან განსხვავებით ხურგადაში შედარებით უფრო გრილა. ქალაქი უფრო ახლოსაა ლუქსორთან, რაც ექსკურსიებისათვის უფრო მოსახერხებელია. ღისშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტების ტაძარი და ასევე კოპტების პატარა ეკლესია ქალაქის განაპირას. ქალაქში ფუნქციონირებს წითელი ზღვის მუზეუმი და აკვარიუმი. დამსვენებლთა უმეტესობა ხურგადაში საოჯახო წყვილებია ბავშვებთან ერთად.. .საკმაოდ არიან პენსიონერებიც, რომლებიც ზღვაზე დასვენებას სიამოვნებით უთავსებენ ერთკვირიან საექსკურსიო პროგრამას. “ათასერთი ღამისსასახლეში

შარმ ელ შეიხი

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ეგვიპტის ყველაზე პოპულარული კურორტი. ქალაქის ყველაზე ძველი და კეთილმოწყობილი ნაწილი ნაამა-ბეი გახლავთ. ნაამას პლაჟის გასწვრივ მდებარე საფეხმავლო ქუჩაზე განლაგებულია რესტორნები, კაფეები, დისკოთეკები და მაღაზიები. აქ გართობა, კვება, სუვენირები რამდენჯერმე უფრო ძვირია, ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე.თითქმის ყველა პლაჟზე მარჯნის კუნძულები პრაქტიკულად სანაპიროსთან იწყება, რაც ძალიან ახარებთ წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს, რომლებსაც საშუალება აქვთ თვალი ადევნონ ბუნების ამ საოცრებას წითელ ზღვაში. შარმ-ელ-შეიხის ტერიტორიაზე ორი ნაციონალური პარკია: ნაბკი და მსოფლიოში ცნობილი რას-მოჰამედი. პოპულარული დისკოთეკები, საბავშვო პარკი, გართობის პარკი, დელფინარიუმი. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი და გოლფი.

საფაგა

ხურგადიდან სამხრეთისკენ 60 კმ - ში მდებარეობს ცნობილი კურორტი საფაგა. აქ მთები სანაპიროსთანაა ახლოს და იცავენ მას ქარიშხლებისაგან. საფაგაში  იდეალური სანაპიროა ვინდსერფინგის მოყვარულთათვის და ასევე მყვინთავებისათვის. საფაგა ცნობილია თავისი უნიკალური ეკოლოგიურად სუფტა ქვიშით,. როგორც სხვა ეგვიპტის კურორტებს ამ კურორტსაც გააჩნია საშუალება  დამსვენებლები მიიგოს წლის ნებისმიერი დროს.წლის ყველასე ცივ თვეში - თებერვალში - ზღვის წყლის ტემპერატურა არ არის 20-22 გრადუსზე ნაკლები, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 23-25 გრადუსია. წელიწადის ყველაზე ცხელ თვეში - აგვისტოში - წყლის ტემპერატურა არ არის 28 გრადუსზე ნაკლები, ხო;ოო ჰაერის არ აღემატება 35 გრადუსს. აქ დამსვენებლებს შეძლიათ  აირცჰიონ ტრადიციული ექსკურსიები ქაიროში და ლუქსორში.

_____________

 

 

      ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანაა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში . ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას,, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით. ეგვიპტე არის ერთერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.
    ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კილომეტრი, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი , არხის სიგრზე 160 კილომეტრია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869 წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.
         სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
         სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი
   ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია.
     ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილის მონაცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობის განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. მოსახლეობის 90% ერთგულობს ისლამს, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.
        ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
        რელიგია: მუსულმანები 90%, ქრისტიანები დაახლ. 10%.
        ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი
      აღსანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
      აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლევიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, . იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო... აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 136 მეტრია.
       ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.
    დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შ ემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს "პერანგი" აღარ არსებობს. გიზას სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, მისი სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი.
    გიზეს პირამიდების მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრი.

_______________

 

   

       ქვეყნის კოდი +20

       126 – ტურისტული პოლიცია

       123 – სახელმწიფო სასწრაფო   დახმარება

       125 – სახანძრო

 

          

                     

 

 

_______________


 Airbnb - аренда уникального жилья по всему миру